რეზონანსი
15.07.2020

სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს, სახელმწიფო კლინიკების მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

მისივე თქმით, ამ კუთხით დღეს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობაა ჩამოყალიბებული.

„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ultra   (15.07.2020)
ასეთი უტიფარი მატყუარა მთავრობა არ მახსოვს, იყვნენ მელიები, ბოლშევიკები, ურა-პატრიოტები მარა ასეთი უტიფრები ფურთხი რო ჟუჟუნა წვიმა ჰგონიათ პირველად გვყავს და უკანასკნელად. იმედია 5 კილო კარტოფილზე არ გაყიდის ჩვენი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის მომავალს ამჯერად


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×