რეზონანსი
15.07.2020

ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გადაცემა ,,რეაქციაში” განმარტა, თუ რას ნიშნავს დასკვნაში მითითებული სიტყვები ,,მსუბუქი დაზიანებები”:

"მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის კუთხით გულისხმობს იმას, რომ ეს იწვევს პირონების ჯანმრთელობის მოშლას 7 დღიდან არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ დაზიანებების, ამ ჰემატომების მკურნალობა მოხდებოდა სტაციონარში. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებოდა, ექნებოდა ტკივილის სინდრომი, მაგრამ ეს ავადმყოფური მდგომარეობა მაქსიმუმი გასტანდა 21 დღეს. ,,მსუბუქი დაზიანებები” იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არ დასჭირდებოდა. 21 დღის შემდეგ ჰემოტომები გაიწოვებოდა, რადგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ იყო.

მსუბუქი დაზიანება სიკვდილს ვერ გამოიწვევდა, მაგრამ ქმედება –  თუ გადაადგეს წყალში უმწეო მდგომარეობაში, ეს არის მკვლეობა…

ამ დასკვნით მთავარ კითხვაზე იქნა გაცემული პასუხი – რა გახდა სიკვდილის მიზეზი. ერთი პიროვნების მხრიდან ამ ყველაფრის დაზიანება ძნელი წარმოსადგენია, ანუ მონაწილეობდა არაერთი პირი. სიმაღლიდან ვარდნით ეს დაზიანებები ვერ განვითარდებოდა.

მას ჰემატომები აქვს წინა და უკანა ზედაპირზე… ორგანოები რომ ყოფილიყო დაზიანებული, მაშინ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ იყო სახიფათო მძიმე დაზიანებები", - განაცხადა ექსპერტმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×