რეზონანსი
15.07.2020

გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ­მეტ­რი“ ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე ყვე­ბა, რომ "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, და­უ­კავ­შირ­და ანი გა­ბე­ჩა­ვა, გო­გო­ნა, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის შემ­დე­გაც 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და მო­უყ­ვა იმ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც მას აქვს ინ­ფორ­მა­ცია.

გა­ბე­ჩა­ვა ამ­ბობს, რომ მას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 3-4-ჯერ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. მი­სი­ვე თქმით, არ იც­ნობ­და და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბის სტუ­მარს, ვახო ჩი­ქო­ვანს და არ იცის ჩი­ქო­ვა­ნი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვინ მი­იყ­ვა­ნა.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ის იუ­ბი­ლა­რი ანა გა­ბე­ჩა­ვა ვარ. მინ­და, მო­გა­წო­დოთ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, რათა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ აღარ გავ­რცელ­დეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

და­ვი­წყებ იქი­დან, რომ შა­ქა­რაშ­ვილს არ ვიც­ნობ­დი კარ­გად. მყავ­და სამი-ოთხჯერ ნა­ნა­ხი, ჩემი მე­გობ­რე­ბის მე­გო­ბა­რი იყო და არა­ნა­ი­რი სიმ­პა­თია არ გვქონ­და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ვახო ჩი­ქო­ვანს არც ვიც­ნობ. არც იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. არ ვიცი, ვინ მო­იყ­ვა­ნა, მო­ვი­და ბო­ლოს­კენ, უბ­რა­ლოდ, იყო ჩემი უბ­ნე­ლი“, - წერს გა­ბე­ჩა­ვა კი­ლა­ძეს.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ სცე­მა ვა­ხოს წვე­უ­ლე­ბა­ზე, ის პა­სუ­ხობს, რომ არ იცის და არ და­უ­ნა­ხავს. ანი გა­ბე­ჩა­ვა ასე­ვე ამ­ბობს, რომ არ იცის ჩხუ­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი.

"არ ვიცი, არ მგო­ნია“ - ასე პა­სუ­ხობს გა­ბე­ჩა­ვა კი­თხვას - იც­ნობ­დნენ თუ არა ერ­თმა­ნეთს შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ვახო ჩი­ქო­ვა­ნი.

"მოკ­ლედ, როცა გა­ვი­გე ჩხუ­ბის შე­სა­ხებ, გა­ვე­დი გა­რეთ. გავ­ყა­რე ბავ­შვე­ბი და­ბა­დე­ბის დღი­დან, წა­ვი­და ორი­ვე მხა­რე - ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბიც და სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბიც“, - წერს ანი.

კი­ლა­ძის თქმით, ანი გა­ბე­ჩა­ვა ამ­ბობს, რომ და­ბა­დე­ბის დღის სტუ­მარ­მა, ბარ­ბა­რე ური­დი­ამ მას უთხრა, რომ გა­რეთ ჩხუ­ბი იყო, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნე­ბი, ყვე­ლა­ნი გა­რეთ გა­ვიდ­ნენ.

კი­ლა­ძე ანი გა­ბე­ჩა­ვას მო­ნა­თხრობ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ანი სახ­ლში შებ­რუნ­და, შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გა­ბე­ჩა­ვას რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი იმ დროს სახ­ლში იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მე­გობ­რე­ბი მას (გა­ბე­ჩა­ვას) ამ­შვი­დებ­დნენ, რად­გა­ნაც ტი­რო­და იმი­ტომ, რომ და­ბა­დე­ბის დღე არ გა­მო­უ­ვი­და. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­ში მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ ერთ-ერთი მე­გობ­რის აგა­რაკ­ზე, ლის­ზე წა­სუ­ლიყ­ვნენ (წა­ქა­ძის აგა­რაკ­ზე).

ანი გა­ბე­ჩა­ვა წერს, რომ მას წას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოდ მა­ინც და­თან­ხმდა.

კი­ლა­ძე გა­ბე­ჩა­ვას ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ არ და­კე­ტა სახ­ლი, რო­დე­საც წა­ვი­და, რა­ზეც გა­ბე­ჩა­ვა პა­სუ­ხობს, რომ იქ მისი მე­გო­ბა­რი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად დარ­ჩა (ეთუ­კა ხოშ­ტა­რია და გენო თე­ბა­ძე). გა­ბე­ჩა­ვას მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით კი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სახ­ლი სწო­რედ ამ ორმა (ეთუ­კა ხოშ­ტა­რი­ამ და გენო თე­ბა­ძემ) და­კე­ტა და გა­სა­ღე­ბი სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს მათ ჩა­ა­ბა­რეს.

გა­ბე­ჩა­ვას თქმით, ლის­ზე წა­სუ­ლი ჯგუ­ფი­დან ერთ-ერ­თთან და­რე­კა ვახო ახვლე­დი­ან­მა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მოხ­და ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც ლის­ზე წა­სუ­ლებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ლის­ზე აღარ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

"წა­მო­ვე­დით ისევ უკან, გზა­ში შემ­ხვდნენ წა­მო­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, მე დავ­რჩი მათ­თან, და ეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ, სად - არ ვიცი“ - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა და კი­თხვა­ზე, თუ ვის­თან დარ­ჩა, პა­სუ­ხობს, რომ წა­ვიდ­ნენ თემ­ქა­ზე, ნა­თე­სა­ვე­ბის, ადე­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში. კი­ლა­ძის თქმით, ეს ოჯა­ხი (ადე­იშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი) შე­ხე­ბა­შიც კი არ ყო­ფი­ლა მომ­ხდარ ამ­ბავ­თან.

ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი გზა­ში ცდი­ლობ­დნენ გა­ერ­კვი­ათ, თუ რა მოხ­და, მაგ­რამ ანა გა­ბე­ჩა­ვას თქმით, ვე­რა­ვის ვერ და­უ­კავ­შირ­დნენ.

"ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი, ან უფრო მეტი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ დროს ჩემ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა, ადე­იშ­ვი­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი მათ­თან და ეს დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბიც ამეყ­ვა­ნა. ამ დროს ია­კო­ბი(გუ­ლის­მოხბს ფო­ტოგ­რაფს) ჩვენ­თან ერ­თად არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში. ორი მან­ქა­ნით ვი­ყა­ვით, ორი­ვე ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის, გა­დავ­ნა­წილ­დით და წა­ვე­დით თემ­ქა­ზე ადე­იშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში. როცა წა­ვე­დით, გზა­ში და­ვი­ნა­ხე ია­კო­ბი, ავ­ტოს­ტო­პით მი­დი­ო­და სა­დღაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სახ­ლში“, - წერს კი­ლა­ძეს გა­ბე­ჩა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ია­კო­ბი მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს თემ­ქა­ზე.

ელი­სო კი­ლა­ძის თქმით, იმ მო­მენ­ტში, როცა მცხე­თა­ში სა­ში­ნე­ლე­ბაა მომ­ხდა­რი, ან ხდე­ბა, ია­კო­ბი ავ­ტოს­ტო­პით მი­დი­ო­და "სა­დღაც". კი­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ია­კო­ბი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში არ ყვე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ის ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ფო­ტოგ­რა­ფი ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ის პატ­რულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა და წა­ვი­და სახ­ლში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ლის­ზეც ყო­ფი­ლა და შემ­დეგ კი თემ­ქა­ზე.

"ია­კო­ბი მე დავ­პა­ტი­ჟე, ჩემი მე­გო­ბა­რია. წა­მო­ვი­და თემ­ქა­ზე. გზა­ში მოგ­ვიყ­ვა ის, რომ მან­ქა­ნით გა­ჩერ­დნენ, ეს გა­იქ­ცა და სა­დღაც და­ი­მა­ლა, რის შემ­დე­გაც, და­რე­კა 112-ში და ჩა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლი­სამ­დე. წა­ვე­დით თემ­ქა­ზე ია­კობ­თან ერ­თად. ამ პე­რი­ოდ­ში ვი­გებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქო­ნია და ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. სა­ნამ სახ­ლში ავი­დო­დით ადე­იშ­ვი­ლებ­თან, ცოტა ხანი გავ­ჩერ­დით ეზო­ში, ისევ ვცდი­ლობ­დი, რომ რო­მე­ლი­მე კლა­სელს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი. ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ვარ­კვიე და ავ­დი­ვართ სახ­ლში ადე­იშ­ვი­ლებ­თან“, - წერს გა­ბე­ჩა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
eteri   (16.07.2020)
ki magram amxela ubedureba moxda chven gvatyueben torem tviton icodnen rom giorgi gacires ras daetreodit aqetiqit saxli ar gqondat patroni ar gyavdaat ver caetriet tqvens saxlebshiimezizgebit mteli tqveni banda ar gegirsot arc shvili da arc dziri shaqaras codvit

Manana   (15.07.2020)
აი არვიცი რა საშინელი ტკივილია ეს ყველაფერი ,არ ვიცნობდი ამ ახალგაზრდა ყმაწვილს ,მაგრამ ეს ყველაფერი მაწუხებს მტკივა ,იმიტომ რომ მეც ახალგაზრდა ადამიანი ვარ მეც მაქვს ცხოვრებაში ბევრი წარმატებები ,როგორიც გიოს ქონდა ...მაგრამ მე ერთი თხოვნა მექნება. (აი გიოს ნაღდ მეგობრებს და სულის მეგობრებს მივმართავ რომ ეს საქმე ბოლომდე მიყვანონ მკვლელები დაისაჯონ ,იმისთვის რომ გიოს სულმა სიმშვიდე მოიპოვოს )...ძაან გული მტკივა როცა ასეთი ახალგაზრდა და სულით თბილი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან ,ძაან დიდი ტკივილია ,,,...უბრალოდ სიმართლის მხარეს დავდექით ... (რაც წავიკითხე იმ გოგოს მონაყოლიდან უბრალოდ ეს ყველაფერი ასე მგონია რომ ერთი ფანტაზით აგებული ტყვილია) ჩვენ ვალდებული ვართ მთელი ახალგაზრდობა რომ სიმართლე ვიპოვოთ...და ის 17 პირი უკვე მაგენზე ზედმეტია საუბარი ისინი არიან ნაძირლები იმიტომ რომ ჩვიდმეტი პირი გაუსწორდა ერთ ადამიანს ....გულის ამრევები ხართ ჩვიდმეტივე ..🤮🤮🤮😠😡(გიო ,,შაქარა"ღმერთმა ნათელში გამყოფოს ...და იმედია შენი სულის მეგობრები შენთვის იბრძოლებენ რომ შენ მშვიდად გამიშვებ.....🖤❤...ჩვენს გულებში ხარ ...

ИНЦИТАТУС   (15.07.2020)
Ес сисулелееби гешин елисо киладземац илапарака. Рчеба штабечдилеа ром рагац сектис магвар цармонакмтан гваквс сакме. Ертхел вткви да кидев гавимеореб: Миушвит Давит Чакуа маг сакместан санам гвиан ар арис да 2-3 дгеши квелафери икнеба цнобили. Шеидзлеба вигацам цамоикранталос ром адамианис уфлебеби даиргвевао. Ки батоно маграм им цхонебулс сицоцхлис уфлебац агар конда? Нателши амкофос миси сули Уфалма. АМИН!

Sopo   (15.07.2020)
Esaa zusti informacia? Ar vici, ar maxsovs, ar vicnob, ar minaxavs?

Qeti   (15.07.2020)
Rogor yvela ucnobi gyavda dapatijebuli.. aravis icnobdi..eğ içi ras nishnavs.imas rom bardeli gqondat ertmanetze gadadiodit da giorgis ver aitana tqveni binduri saqcieli...da ki gawiret ..yvela miewiet ukan male.. tqveni mshoblebic gamwardnen vnaxot rogoria shvilia sikvdili ...Gary Niki xar da tavze xelagebuli

ძუკუ   (15.07.2020)
დასაჭერია რამოდენიმე გოგო და ნახე როგორ დაფქვავენ ყველაფერს.

ძუკუ   (15.07.2020)
სიმართლეს მალავენ ესენი უნდა დატყნა გოჭებივით


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×