რეზონანსი
14.07.2020

"ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტთან, რომელიც არის ჩემი წყარო, მქონდა კომუნიკაცია. იქაც საკმაოდ მწირია ინფორმაცია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ადგილობრივ საავადმყოფოში არსებობს საკარანტინო ზონა და ახალგორიდან როგორც კი ჩაიყვანეს ზაზა გახელაძე ცხინვალში, პირდაპირ ამ ზონაში შეიყვანეს. დღეს მითხრა, რომ მასთან გამომძიებლები არ შესულან, მხოლოდ ექიმებმა მოინახულესო და ის იცის, რომ მსუბუქად არის დაჭრილი, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება და მისი ვარაუდით, დაახლოებით, 25 ივლისს უნდა დაველოდოთ, ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი გაირკვევა, ჩატარდება თუ არა საგამოძიებო მოქმედებები. იქაური KGB დაკითხავს თუ არა მას და ვარაუდობს ჩვენი წყარო, რომ საკარანტინო ზონიდან მას გადაიყვანენ იზოლატორში.

ერთ-ერთი სხვა წყარო, რომელიც ბიბილოვის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, მასაც ვკითხე, თუ როგორია პოზიცია. ის ამბობს, რომ კი, მას ჰქონდა იარაღი და ეს მალე გამოჩნდება," - განაცხადა აფციაურმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×