რეზონანსი
14.07.2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილს, მეგობრები ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ იხსენებენ. მეგობრებმა ის მოწესრიგებულ, თბილ, ყურადღებიან და იუმორით სავსე ადამიანად დაახასიათეს.

ერთერთი მეგობრის თქმით, გიორგი შეყვარებული არ ყოფილა - „შეყვარებული არ ყოლია, კარიერაზე იყო ორიენტირებული და მეგობრებს და ფეხბურთს აყენებდა ყველაზე წინ“, - იხსენებს შაქარაშვილის მეგობარი.

კიდევ ერთმა მეგობარამა ფეხბურთის თამაშის წინ გიორგისთან ერთ-ერთი საუბარი გაიხსენა - „ერთხელ თამაშის წინ მითხრა. შენ შენ გუნდელებს უთხარი და მე ჩემ გუნდელებს ვეტყვი რომ ფრთხილად ვითამაშოთ და ერთმანეთს არაფერი დავუშავოთო. ძალიან ნერვიულობდა თუ თამაშის დროს ვინმეს ფეხს მოარტყამდა და ატკენდა ხოლმე“, - ამბობს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

კიდევ ერთმა მეგობარმა ის რელიგიურ ადამიანად დაახასიათა - „ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. სახლიდან პირჯვრის გადაწერის გარეშე არ გადიოდა. ხატს აკოცებდა და ისე მიდოდა ხოლმე ყოველთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
არა კრიმინალებს   (14.07.2020)
ნამდვილად ოქროს ბიჭუნა ყოფილა, საქართველოს ტკივილი ხარ უდიდესი. არა უთხრათ კრიმინალებს

არა   (14.07.2020)
ოქროს ბიჭი ყოფილა. აი ასეთების უნდა იყოს ქვეყანა და არა კრიმინალური მენტალიტეტის ბიჭების.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×