რეზონანსი
14.07.2020

"მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა  თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება “, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნახშირჟანგი   (15.07.2020)
ამბობ მეტი სიმწვანე ქალაქსო და იმიტომ მოადექით ვაშლიჯვარში ბუნებრივად გამწვანებულ გორაკებს, რომ საცხოვრებელი სახლები ააშენოთ? სირცხვილია გასცემტ ნებარტვებს მშენებლობებზე და არ ფიქრობთ მისასვლელ გზებზე და კომუნიკაციებზე. რატომ აყენებთ ეკოლოგიას ასეთ მდგომარეობაში და მოსახლეობას უქმნით აუტანელ პირობებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს საშინელება, თქვენი აზრით ეს წაადგება ქვეყნის ეკონომიკას? სირცხვილია, თქვენ ხალხზე ზრუნავთ თუ საკუტარ ჯიბეებზე?

***   (15.07.2020)
ამ ხელისუფლებას ბევრი აქვს სატრაბახო! ბევრ რამეში არიან პირველები, ოღონდ სიის ბოლოდან. პირველი მერია რაც თავი მახსოვს რომ თბილისი ვაკე-ვერა და რუსთაველის გამზირი ეგონოს. სნობიზმის და გოიმობის, მილანურ-სამტრედიული ამჟავებული მაწონია. სირცხვილია, ასე ყველაფერში ჩასვრა სირცხვილია ბიძინააააა :))))) გადაგკუზავთ მალეეეე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×