რეზონანსი
14.07.2020

კანონპროექტს, რომელიც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 79 მომხრე ჰყავდა და წინააღმდეგ 1 დეპუტატი წავიდა.

ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული. ინიცირებული კანონპროექტით ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს დიმიტრი ხუნდაძეს, დიმიტრი მხეიძეს, ზურაბ ხაჩიძეს და ილია ნაკაშიძეს ეკუთვნოდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ultra   (14.07.2020)
ეუფ, ათქმევინებს ეხლა დანოსჩიკ ცერცვაძეს გაუარესდა მდგომარეობაო და ოქტომბერში შეეცდებიან არჩევნების ჩაშლა, მიიღებენ რევოლუციას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×