რეზონანსი
14.07.2020

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ" საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვერც ერთ საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ისინი არგუმენტს ვერ წარმოადგენენ.

მისივე თქმით, ეს პროექტი ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ეს პროექტი არის დროებითი ღონისძიებების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების" გუნდმა და მთავრობამ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უნდა გაატაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×