რეზონანსი
14.07.2020

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ფილიალის თანამშრომლები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან პირისპირ კომუნიკაცია  აქვთ. გადამზადების კურსები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში უკვე დაიწყო. რკინიგზის თანამშრომლები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან. გადამზადების კურსი ორი თვე გაგრძელდება. 

,,სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია რკინიგზის საჭიროებებზე, შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, რომლითაც პირს კვალიფიკაცია ენიჭება, კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს. ეს არ არის ჩვენთვის გადამზადების კურსების პირველი შემთხვევა, ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, ინგლისური ენის გადამზადების კურსი ყველა შემთხვევაში ეფექტური იქნება, რადგან თითოეული დეტალი წინასწარ არის განსაზღვრული. იმედი გვაქვს, რომ ეს კურსიც სრული წარმატებით ჩაივლის.“ - აცხადებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი, მანანა მოისწრაფიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×