რეზონანსი
14.07.2020

კიდევ ერთი დაკარგული და სამძებრო სამუშაოები მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან. მაშველები 31 წლის ქალს ეძებენ. სავარაუდოდ, საუბარია თვითმკვლელობაზე. ქალმა გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში დატოვა. სამძებრო სამუშაოებში სამი სამაშველო ბრიგადაა ჩართული.

მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან დილის 06:30-დან სამძებრო სამუშაოები განახლდა. ამ დროისთვის წყალში 3 სამაშველო ნავია შესული და 15 მაშველი, რომელიც აქტიურად არიან ჩართულები 31 წლის ქალის სამძებრო სამუშაოებში.

სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი ავტომობილი 2 დღის წინ იპოვეს.

მისი გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი დაკარგვის შესახებ 112-ში მეგობარმა დარეკა და განაცხადა, რომ 2 დღის განმავლობაში მეგობარს ვერ უკავშირდებოდა, რის შემდგომაც უკვე მე-3 დღეა ადგილზე აქტიურად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ ხერხდება.

ამ ეტაპისთვის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×