რეზონანსი
13.07.2020

სახალხო დამცველის განცხადებამ, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გააღიზიანა.

"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!...იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე" - ამბობს ვოლსკი და ომბუდსმენის განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ოკუპაციაზე საუბრისას, გია ვოლსკიმ ტრადიციულად წინა ხელისუფლება დაადანაშაულა და თქვა, რომ ის უკანონობა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შედეგია და პასუხისმგებლობაც წინა ხელისუფლებას ეკისრება.

„ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს; დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია."

სახალხო დამცველის მოსაზრებით კი, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი, რომლის ფარგლებში განიხილავს საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს.

ნინო ლომჯარია დღეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახსაც შეხვდა.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და ზაზა გახელაძე დაჭრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (14.07.2020)
Адони Волски! (тумца ар имсахуреб) Санам хелисуфлебаши моетреодит гниасит да цкавцкавит гаидзаходит ром русебтан даалагебдит уртиертобебс. Гатахсиребуло адамианис мсгавсо примато, укве 8 цели(год) гавида да аба ткви ра даалагет. Тумца мец вамбоб ра, риси дамлагебели харт ромелиме. Цензуридан ар гамовал торем расац имсахуреб албад могехсенеба.

2020   (14.07.2020)
ბიჭოს!!!ამ ვოლსკი, ტროლსკიმ, არ დაგლიჯა ნერვები: ეს ყვავის ბახალა, მერამდენე წელია თავს დასჩხავის ქართველ ხალხს და ყურებს უხშობს თავისი ტროლებით, მაგას ჰგონია, თუ რამე თქვა ე.ი. წყალი არ გაუვა...საქართველოს უახლესი ისტორიის ისე გადაჩუქურთმებას ცდილობს, რომ თავისი პარტიას პასუხისმგებლობა აარიდოს და ყველაფერი წინას გადააბრალოს, ისე რომ წარბსაც არ შეიხრის, იმის გახსენებაზე, მისმა წინამორბედმა, რანაირი საქართველო გადმოიბარა...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×