რეზონანსი
13.07.2020

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში" განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×