რეზონანსი
13.07.2020

თურქეთის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის (Göç İdaresi) მიერ, მიღებული ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ლეგალურ ვადებს უკავშირდება, ძალაში ხვალიდან შედის. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

ის განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის 14 ივლისიდან.

„მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:

3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება ერთი თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება:

3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

ამ კატეგორიაში შემავალ პირთათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:

3 თვიდან - 6 თვემდე ვადის დარღვევა : 1 თვის ვადით აკრძალვა

6 თვიდან - 1 წლამდე ვადის დარღვევა : 3 თვის ვადით აკრძალვა

1 წლიდან - 2 წლამდე ვადის დარღვევა : 1 წლის ვადით აკრძალვა

2 წლიდან - 3 წლამდე ვადის დარღვევა : 2 წლის ვადით აკრძალვა

3 წელზე მეტით ვადის დარღვევა : 5 წლის ვადით აკრძალვა

უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით, იძულებით ტოვებენ ქვეყანას, შეეფარდებათ 3 თვიდან 5 წლამდე თურქეთის რესპუბლიკაში შემოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება, შემდეგ შემთხვევებში:

ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

3 თვემდე (არა 3თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და/ან არ იხდიან № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილია ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

უცხოელებს, რომლებსაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც ამ დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

უცხოელებს, რომლებსაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც ამ დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

უცხოელებს, რომლებსაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში, 180 დღის განმავლობაში და რომლებმაც ამ პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების მიუხედავად, არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

უცხოელებს, რომლებსაც პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული სასჯელით; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებული იყვნენ ქვეყნიდან; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა 492 № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა:

3 თვემდე ვადით დარღვევა : 3 თვის ვადით აკრძალვა

3 თვიდან - 6 თვემდე ვადით დარღვევა : 6 თვის ვადით აკრძალვა

6 თვიდან - 1 წლამდე ვადით დარღვევა : 1 წლის ვადით აკრძალვა

1 წლიდან - 2 წლამდე ვადით დარღვევა : 2 წლის ვადით აკრძალვა

2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა : 5 წლის ვადით აკრძალვა

თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია № 492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი ჯარიმა/დავალიანებები, №6458 კანონის მე-7 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×