რეზონანსი
13.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმით შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდეს. ნინო ლომჯარიას თქმით, არაა გამორიცხული მიმართოს პროკურატურას, რათა საქმის მასალებს გაეცნოს. ამის შესახებ ომბუდსმენმა „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და მონახულებას როგორც ბრალდებულების, ასევე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც მექნება კომუნიკაცია. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავ, პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, რათა საქმის მასალები გაგვაცნოს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
SOS   (13.07.2020)
ar daushvat batono MIRIAN,am vai saxalxo damcvels,chakos cxviri tqvens saqmeshi,es ara qali,arafris maqnisi,kvelafers aur daurevs,amas saertod ratom ar moxsnian ar gaagdeben ,es qalisaramsgavsi!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×