რეზონანსი
13.07.2020

ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ "ინტერპრრსნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების გავლის მიზნით 2242 სასტუმრო დარეგისტრირდა, აქედან 983-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 458-მა ვერა და 801 არ იყო მზად შემოწმების გასავლელად. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×