რეზონანსი
13.07.2020

10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი.

„აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.

ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

აუზზე შესვლამდე მოქალაქეებმა დეზობარიერი და თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ასევე, უნდა ეკეთოთ პირბადე გასახდელში შესვლამდე, სანამ უშუალოდ აუზზე არ გავლენ.

საცურაო აუზის მარკეტინგის მენეჯერის, გვანცა ბახტაძის განცხადებით, იმისათვის, რომ საცურაო აუზის მიმღებში რიგები არ შექმნილიყო, მათ მარტიდან ონლაინგაყიდვის პლატფორმაზე დაიწყეს მუშაობა.

მისივე თქმით, 6 მ2 წყლის ფართობზე დაშვებულია ერთი მომხმარებელი. შესაბამისად, მათ 700 ვიზიტორის ნაცვლად აუზზე 350-ს დაშვების უფლება აქვთ.

ამასთან, შეზლონგები 2 მეტრის დისტანციით უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული და გამოყენების შემდეგ დეზინფექცია უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×