რეზონანსი
12.07.2020

უკიდურესად გართულდა მდგომარეობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, სადაც ორმხრივი სროლაა, კონფლიქტის მხარეები კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა "ფეისბუკის" გვერდზე შემდეგი დაწერა: "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები 12:30 საათზე, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, "უაზ"-ის ავტომანქანით შეეცადნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის სამხედროებმა მიატოვეს ავტომანქანა და დაბრუნდნენ საკუთარ პოზიციებზე. 13:45 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროები, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით შეეცადნენ დაეკავებინათ ჩვენი საყრდენი პუნქტი. თუმცა, ცეცხლის გახსნის შედეგად ისინი უკუიქცნენ, რა დროსაც დაკარგეს ცოცხალი ძალა. სომხეთის მხრიდან დანაკარგი არ არის".

სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"12 ივლისის შუადღიდან დაწყებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას" , - განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. აზერბაიჯენელბის თქმით, ადეკვატური ზომების შედეგად მოწინააღმდეგემ მიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×