რეზონანსი
12.07.2020

„მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე და ერთ-ერთი თქვენგანი ვარ იმიტომ, რომ ჩემმა ერმა, ეკლესიამ და სახელმწიფომ ღმერთს არ უღალატა. ყველაფერი კარგად იქნება და ნუ ვეძებთ სადღაც გამოსავალს სხვა ქვეყნებში, იქ რა ხდება ვიცით , სანამ არ დალაგდებიან რა უნდა გვასწავლონ მთელს ისტორიას ანგრევენ“, - ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება მეუფე იაკობმა კორონავირუსის გამო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ შეზღუდვებზე.

პანდემიის გამო მსოფლიოში დაკეტილი ეკლესიები ბოდბელი ეპისკოპოსისთვის მიუღებელია, ამიტომ მეუფემ მოსახლეობა მოსალოდნელ განსაცდელზე გააფრთხილა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გაჩერდა მთელი მსოფლიო და ჩვენთანაც რა მოხდა. თუ სადმე რელიგიური კერა იყო ყველა დაიკეტა, იმიტომ, რომ მოსთხოვეს. საკუთარი ნებით ვინ დაკეტავდა, დაარწმუნეს ის ადამიანები, რომ დაეკეტათ. რა მოხდა ჩვენთან საქართველოში? საქართველოში მოხდა ის, რომ პეტრე მოციქულივით თავის გადასარჩენად ზოგი ოჯახებში შევიყუჟეთ, ზოგიც სხვაგან და იმ ადამიანებსაც ვერ ვიტანდით, ვინც ეკლესიაში დადიოდა. საოცარი რამ მოხდა. ვინც ახლაც აკრიტიკებს მათ ვინც ეკლესიაში დადიოდნენ, მაშინ სამედიცინო სპექტრი ვერ უშველის მათ. უგუნური არსებებივით იქცევიან.

ერმა იწამა ღმერთი და მიენდო. ეკლესიამ კი ვიტვირთეთ, ვინც სახლში დარჩა. ვაი იმ ხალხს, რომლებიც ღმერთს არ უსმენს, ეპისკოპოსი იქნება თუ ექიმი. ქართველი ერი გონიერი აღმოჩნდა. ღმერთს დიდება, რომ გადაგვარჩინა. უჭკუოები ხომ არ ვართ ის დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და ამიტომ გადავრჩით. მადლობა მათ, სამედიცინო პერსონალიც ღვთისგან არის, მაგრამ ღმერთმა აგვარიდა. კიდევ მოვა ასეთი დრო, კიდევ გეტყვიან და შეგაშინებენ. თურმე პირბადეები უნდა გავიკეთოთ, ადრე მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადიოდა და ეხლა ჰაერწვეთოვანითაც გადადის იმიტომ, რომ დიდი ბიზნესია პირბადეების მსოფლიოში. ფულმა გარყვნა მსოფლიო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×