რეზონანსი
11.07.2020

კლუბ "სა­ბურ­თა­ლომ" დღეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გა­რე­შე პირ­ვე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ამის შე­სა­ხებ კლუ­ბის მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"ჩვენ­მა გუნ­დმა ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში "სპა­ე­რი" 2:0 და­ა­მარ­ცხა! ყვე­ლა გოლი და გა­მარ­ჯვე­ბა შენ გე­ძღვნე­ბა შა­ქარ!" - აღ­ნიშ­ნა­ვენ კლუ­ბის წევ­რე­ბი.

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი "სა­ბურ­თა­ლო­ში" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და და ყვე­ლა წევ­რს თავი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა და შე­აყ­ვა­რა. მას ემო­ცი­რად იხ­სე­ნებს კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. არა­სო­დეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ შეშ­ლია. ყვე­ლას­თან თქვე­ნო­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, რო­გორც სპორსტმე­ნი - პერ­სპექ­ტი­უ­ლი. ბე­ბი­ამ და­ა­ტი­რა და ეს არ ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან... რო­დე­საც "სა­ბურ­თა­ლო 2"-ში მოხ­ვდა ეს იყო მო­ტი­ვა­ცია და ბე­ბოს­თვის უხა­რე­ბია, ბებო, "სა­ბურ­თა­ლოს პირ­ველ­ში" მოვ­ხვდე­ბი მალე და წა­ვალ ევ­რო­პა­შიო. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლელა   (12.07.2020)
სიკვდილიც არის და სიკვდილიც!!!!!! ასეთი ვერაგული, უმოწყალო, მხეცური თავდასმისთვის რა სულიერმა გაგიმეტა გიო??!!! ორფეხა ცხოველებო, უფლის გეშინოდეთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×