რეზონანსი
11.07.2020

თბილისში ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა მე-11 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა.გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანის ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსება ადგილების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა. თუმცა ის მეტადონის პროგრამაში გუშინვე ჩაერთო.

ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელის თამარ ჯაფარიძის თქმით, 17 წლის ბიჭს დედამ მაშინ მიუსწრო როდესაც ფანჯრიდან გადმოხტომას აპირებდა.

„17 წლის ბიჭმა გუშინ, თვითმკვლელობა სცადა, ფანჯრიდან ხტებოდა. საბედნიეროდ, დედამ მიუსწრო და გადაარჩინა. მერე, ჩემს ორგანიზაციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ბავშვი თამაშდამოკიდებულებიცაა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიც,” – განაცხადა თამარ ჯაფარიძე „პრიმტაიმთან“ საუბრისას.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Liii   (15.07.2020)
Ra dasja mtavrobam mociet ramdenic gindao da daamaxinjes axalgazrdebi.gaagijes mospesan tavs iklaven an sxvebs klaven.halucinaciebi skvt.dasaxvretia mtavroba .

1234   (11.07.2020)
ფენტალინი საქართველოს მომავალს ანადგურებს. გონებადაკარგულები ფანჯრებიდან ხტებიან. რამდენი "თვითმკვლელობა" მოხდა ამ თვეში? ნარკობარიგებისთვის სიკვდილით დასჯა უნდა იქნეს შემოღებული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×