რეზონანსი
11.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ნიკა გვარამიას დაუსვეს კითხვები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას საუბარი ტელეეთერებში ჰქონდა.

„ის შემთხვევები კი, როდესაც წყაროები აწვდიდნენ ნიკა გვარამიას ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი. ამ კითხვებს მან ფაქტობრივად ნაწილს თავი აარიდა და ნაწილს არ უპასუხა.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა თქმა უნდა, ტელეეთერებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, რომ ეს იყო ვარაუდები. ჩვენ ვალდებულიც ვიყავით რომ ის დაგვეკითხა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

კითხვაზე იგეგმება თუ არა საქმეზე მომუშავე სხვა ჟურნალისტების დაკითხვა, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლებელია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდეს რაიმე სახის ინფორმაცია, დაიკითხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (11.07.2020)
ძალიან კარგად იცის წყარო,არ უნდა თქვას და ვსიო,ითამაშებს ამ წყაროებით


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×