რეზონანსი
11.07.2020

კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი აწუ­ხებს. თუმ­ცა გო­გო­ნა და­ნარ­ჩენ გა­მოც­დებ­ზე ვე­ღარ გავა.

ამ­ჟა­მად ის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან გა­მოც­დას წერ­დნენ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან.

ინფიცირებული აბიტურიენტის ახლობელი სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.

მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს.

ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. #MXARDACHERAANAONIANS

ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!" - წერს მიხეილ ქურასბედიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (11.07.2020)
აუცილებლად უნდა ჩარიცხონ, თუკი აზერბაიჯანში მყოფი აბიტურიენტები,რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ და ვერ ჩამოდიან ისინი უგზმოცდოდ უნდა ჩარიცხონ ამ ბავშვმა რა დააშავა. არც უყიდია ავადმყოფობა და არც ლატარიაში მოიგო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×