რეზონანსი
11.07.2020

მე-11 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. მიზეზი აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მისი განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკაში ადგილების სიმცირით ვერ მოხერხდა, თუმცა ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელმა მოზარდი ერთ-ერთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაამისამართა, სადაც მედიკოსების გადაწყვეტილებით მეტადონის პროგრამაში გუშინვე ჩაერთო.

როგორც თამარ ჯაფარიძეამბობს, მოზარდს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. მას დედა დაუკავშირდა, რომელმაც დახმარება სთხოვა.

„17 წლის ბიჭმა გუშინ, თვითმკვლელობა სცადა, ფანჯრიდან ხტებოდა. საბედნიეროდ, დედამ მიუსწრო და გადაარჩინა. მერე, ჩემს ორგანიზაციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ბავშვი თამაშდამოკიდებულებიცაა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიც. ფსიქიატრიულ კლინიკებში ადგილი არ აღმოჩნდა, თუმცა ის უმეთვალყურეოდ ნამდვილად არ არის, შევახვედრე ფსიქიატრს და დაუყონებლივ, ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისში - მეტადონის პროგრამაში ჩაერთო. ძალიან გულისხმიერად მიუდგა ექიმი." - ამბობს თამარ ჯაფარიძე.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Liii   (15.07.2020)
Ai chveni mtavroba.ase garkvna axalgazrdebi.visac mogcont ar mogishalot gmertma saxlshi gijebi da narkomanebi.mec kinagam gamigija bavshvi mag narkotikebma.gackvita chirma mteli mtavroba


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×