რეზონანსი
11.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის ახალგაზრდა მდინარე არაგვში, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელობასთან, ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, რომ ის პერიოდი, რომელიც დარჩენილია გამოძიებისთვის, საუბარია ორკვირიან ვადაზე, უნდა იმყოფინოს გამოძიებამ იმისთვის, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით ამოწუროს ეს ვითარება. აქ იგულისხმება კომისიური ან კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ელოდებიან სხვა ექსპერტიზის პასუხებსაც. ყველა პირს, ვინც გიორგის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა უნდა წარედგინოს ბრალი 109-ე მუხლით. დამატებითი ექსპერტიზა გულისხმიბს სიტუაციურ ნახაზებს, როგორ შეიძლება მიეყენებინათ გიორგისთვის დაზიანებები, ამ ვითარებაში შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა გარემოებებს ემოქმედა - აქ ბევრი ნიუანსია.

დამატებით ექსპერტიზაში სპეციალისტთა ფართო წრემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ დადგინდეს ის დეტალური გარემოებები, რაზეც ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს განზრახ მკვლელობის განხორციელების ყველაზე უფრო ახლოს მდგომი გარემოებები - როგორ მოკლეს გიორგი და როგორ გადააგდეს წყალში, შესაძლებლობების მაღალი ხარისხით უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი. ამას გარკვეული სირთულეები ახლავს, თუმცა ეს არ არის დაუმტკიცებელი. ჩვენებებისა და ვიდეოფირების არარსებობის მიუხედავად, ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, დამატებითი სახის მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პირებს დაუდასტურდეთ განზრახ მკვლელობის ბრალდება", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×