რეზონანსი
11.07.2020

ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.

„სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ უამრავი კვლევა ჩატარდა და ცნობილია, რომ ზღვა, კონკრეტულად, წყალი არის უსაფრთხო. ანუ, ზღვიდან კორონავირუსული ინფექციის გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც ექსპერიმენტულად და არც კლინიკურად არავის არ აღუწერია. ამიტომ, ზღვა არის უსაფრთხო. ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია", - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×