რეზონანსი
11.07.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. stopcov.ge-ზე განთავსებული იოფიციალური მონაცემით კორონავირუსი 5 - მა ადამიანმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ რაოდენობა 851 -ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

"დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×