რეზონანსი
11.07.2020

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.

„ჩემთვის ეს ძალიან მძიმე მოვლენაა. საბჭოთა კავშირის დროს, ადამიანებმა დააგროვეს თავისი დანაზოგი. ყველა ოჯახს ჰქონდა. დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველოს მთავრობამ შემოიღო 1993 წელს ეროვნული ვალუტა, კუპონი. ყველა საბჭოთა მანეთები კუპონში გადაიყვანა. სახელმწიფომ თქვა, რომ მე ყველა კომპენსაციას, რომელიც ანაბარზე გვაქვს, მე ვიღებ. ამ დროს მე საერთოდ არ ვმუშაობ შემნახველ ბაღში. მუშაობას ორი წლის შემდეგ ვიწყებ, რაც კუპონი შემოდის მიმოქცევაში. რომც მემუშავა მე ფიზიკურად არ შემეძლო. შეუძლებელი იყო, რომ მე საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მომეხინდა. ამის შემდეგ ეს თემა მე და ბატონ მიშა სააკაშვილს შორის ისევ წამოიწია, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ვიყავი. ზუსტად მან თქვა, პირველი განცხადება, რომ ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არის,“ – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მადონა   (11.07.2020)
დრო გავიდა და ადვილია თავის მართლება?ან ახალი რა ითქვა რითი დაარღვია"დუმილი",ასე ხომ მიშასდროინდელმა პარლამენტმაც სამთვიანი კომისიის განხილვის შემდეგაც გაუპრავა ეს დიდი სახელმწიფო დანაშაული და საქართველოს მოსახლეობის ძარცვა

ლეილა   (11.07.2020)
ჩემი მშობლების წლობით დაგროვებულიპენსია შეჭამა ამ კაცმა. მაგას ჰგონია ყველა დაიხოცა და არავის ახსოვს. უნამუსო ქურდი!

1234   (11.07.2020)
ქართველი ჟურნალისტები ამ ვირთხების გაპრავებას არ მოეშვნენ. იქნებ აეხსნა ჩხარტიშვილს როგორ დააგროვა ასობით მილიონის ქონება 3-5 წელიწადში მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ღატაკ ქვეყანაში სადაც ხალხი კვირაში დოლარზე ნაკლებით ცხოვრობდა? მამამ დაუტოვა გურიაში? თუ ეკონომის მინისტრის 200 კუპონიანი ხელფასი დაეხმარა? იგივე ეხება მეორე ვირთხას, ნოღაიდელს რომელიც ფინანსთა მინისტრობის შემდეგ მულტიმილიონერად მოევლინა ქვეყანას?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×