რეზონანსი
10.07.2020

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს, გარდაცვლილის ცხედარი წინდების გარეშე იყო, ამ ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოყვა.

როგორც გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, შაქარშვილს სახლიდან გასვლის წინ თეთრი ფერის წინდები ეცვა.

„ექსპერტებისგან ვიცი, რომ წინდებს კი არა წყალი შეკრულ პერანგსაც კი ხდის. ის წინდები რაც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ეს ასეც უნდა ყოფილიყო"- ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×