რეზონანსი
10.07.2020

 გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. საქმეზე ბრალი დღეს დამძიმდა. პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუხლი დააზუსტა და ახლა გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამამძიმებელ გარემოებებში მიმდინარეობს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საუბარია ნაძალადეველების 2 ჯგუფზე - "მერსედესის" მგზავრები და "ტოიოტა ქამრის" მგზავრები.

ბრალდებულ ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი გარემოება არ იკვეთება, რომ პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვა ბრალს ედავებოდეს.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის თანახმად სამართლებრივად წარმოუდგენელია რომელიმეს პასუხისმგებლობა დადგეს, ვინაიდან უნდა დადგინდეს მათი ფიზიკური კონტაქტი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან.

"ამ ეტაპზე არანაირი ახალი გარემოება არ გვაქვს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალს ედავებოდეს. ხოლო აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად წარმოუდგენელია სამართლებრივად, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა, ცხონებულ შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინმეს უშუალო კონტაქტი. მე ვგულისხმობ ფიზიკურ კონტაქტს," - განაცხადა ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Ekaterine   (12.07.2020)
Unamosoooooo!!!!arakacooooooo!!!!

linda   (11.07.2020)
კობაიძე. შე სინდისგარეცხილო კაცუნავ, რამდენს კადრულობ შე არარაობავ! შენისთანებს, სხვადასხვა არხზე, რომ იწვევენ და უსმენენ! საინტერესოა, მისი შვილი მსგავს მდგომარეობაში, რომ ეხილა, ამდენს იყაყანებდა???

ჭორლეონე   (10.07.2020)
ბრალი რაზე არ დადგება იცი? აი დედაშენს რომ ჩობჯენში ჩააყენებენ და დაუნდობლად გაჟიმავენ, მაგაზე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×