რეზონანსი
10.07.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო მაგისტრალზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და „ფორდის" მარკის სატვირთო ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამოტრიალდა.

ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები.

ავარიის გამო, გომბორის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები. რა გახდა ავარიის მიზეზი გამოძიება დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×