რეზონანსი
10.07.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება 4 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 კი საკარანტინო სივრციდანაა.

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებშია 112 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა კი გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია. ეზუგბაიას განმარტებით, მათი მდგომარება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია და არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×