რეზონანსი
10.07.2020

ბათუმის ბულვარში დაჭრილ 17 წლის ბიჭს კლინიკა „მედცენტრში“ ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის ღრუში, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით, ბულვარში მდებარე ერთ-ერთ კაფეში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შველას ითხოვდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

„აქ სულ ხმაურია, ახალგაზრდების თავშეყრა, მაგრამ ყურადღება მიიქცია ახალგაზრდამ, ის შველას ითხოვდა. რომ მივედით, მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ. სავარაუდოდ შემთხვევა სხვაგან მოხდა და ახალგაზრდა აქამდე თავისი ფეხით მოვიდა. ხალხი ბევრი იყო“, – განაცხადა კაფეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×