რეზონანსი
09.07.2020

„მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო" - ამის შესახებ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს.

„კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე.

მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კონტრაქტის დეტალები კონფიდენციალურია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
გალელი   (09.07.2020)
ვინც თორნიკეს აკრიტიკებთ არა ხართ სამართლიანები,გულში კარგად ჩაიხედეთ... წარმატებები თორნიკეს დაე ქართული დროშა ფრიალებდეს არა მარტო მოსკოვში, არამედ მთელ მსოფლიოში.

dali   (09.07.2020)
წარმატებები თორნიკეს იქნებ შენ მაინც გაალღვო ყინული რუსულ ქართულ ურთიერთობებში.ბევრ მოგებას და წარმატებას გისურვებ კარიერაში

რუსეთი ოკუპანტია   (09.07.2020)
შენ თორნიკე შენგელია ხარ 0

gufa   (09.07.2020)
warmatebebi tornikes

1234   (09.07.2020)
"საქართველოს სული" და "ქართული სული" სხვადასხვაა. "საქართველოს სულის" მატარებელი ვერასდროს იქნები. კრებითია. ასაკით პატარა ბიჭი ხარ, მაგრამ კლუბის სახელის წაკითხვა ალბათ შეგიძლია და მისი ისტორიაც ალბათ იცი: ცსკა - არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი! იმ არმიის რომელმაც ათიათასობით შენი თანამემულის სისხლის დაღვარა უახლოეს წარსულში. ასობით სოფელი მიწისა და პირისგან აღგვა და დარჩენილ ქართველ მოსახლეობას მონურ მდგომარეობაში ამყოფებს, ბავშვებს მშობლიურ ენაზე სწავლა განათლების მიღებას უკრძალავს. წარსულში ამ კლუბის მოთამაშეებს სამხედრო წოდებაც ჰქონდათ. ცსკა-ში თამაშს ამერიკაში და ესპანეთში თამაშს ნუ შეადარებ. არც ამერიკას არც ესპანეთს ქართველების გენოციდი და საქართველოს ოკუპაცია არ განუხორციელებია. კარიერას სად გააგძელებ შენი პირადი საქმეა, მაგრამ ეროვნული გუნდის კაპიტნობიდან უნდა გადადგე. ნაკრებს და შენს ქვეყანას ეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო თუ მართლა ქართული სულის მატარებილი ხარ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×