რეზონანსი
09.07.2020

ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში. ეს არის „ბეზპრედელშიკების" გაბატონება საქართველოში, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში გაავრცელა.

მისი განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური. სააკაშვილის თქმით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე. ეს უკანონობა, არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება. ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები და, რა თქმა უნდა, უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული, კონკრეტულად მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ საქართველოს დასუსტების, განადგურების, მსოფლიო იზოლაციის და ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს. ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ჯარისკაცი, მაგრამ ასევე, თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებული,"- განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
იოსები ჯუღა   (09.07.2020)
ჩამოეთრიე შე ტროცკისტების თესლო,ნახავ როგორც შეგხვდებიან.

ბათუმელი   (09.07.2020)
მიხო მთლად დაქლიავდა.

ჭორლეონე   (09.07.2020)
მიხო შენი ეპოქა დამთავრდა საქართველოში. ისტორია შეგაფასებს. დაისვენე.

გალელი   (09.07.2020)
ვერ იქნები მიშა ბიძია,ადგილები განაწილებულია და უსამსახუროდ დარჩები. ჯობია ჯერ მაქ იყო სადაცა ხარ.ისე თუ დასვენება გინდა ჩამოდი,ადგილები იქ ქეა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×