რეზონანსი
09.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება საკმაოდ რთულია, აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ყველაფერს ვერ გამოაქვეყნებს, რისი გამოქვეყნებაც მედიას შეუძლია.

„ის იძიებს. გამოძიება საკმაოდ რთულია. აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა. ტრაგედიაა ქვეყნისთვის და მეორეც, ასე არ მუშაობს გამოძიება. რთულია, უამრავი ადამიანია, უამრავი მოწმეა, უამრავი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებია და რასაკვირველია, აქ ყოველგვარ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამის საფუძველი არავის არ აქვს. ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს, ასეთი ნათელი ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა და აქ ვერანაირად ვერ იქნება, ვინმემ რომც გაივლოს გულში რაიმე მფარველობა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×