რეზონანსი
08.07.2020

სკანდალურ ვიდეოში აღმოჩენილი თეთრპერანგიანი კაცი იდენტიფიცირებულია – ის ავთო ბილანიშვილი არ არის ვიდეოს შესახებ გამოძიებამ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში სიუჟეტის გასვლამდეც იცოდა და ისიც იცოდა, ვინ იყო თეთრპერანგიანი პიროვნება. ის ბერა ივანიშვილის მეგობარი „კაწრო“ არ არის.

ამის შესახებ „2020NEWS”-ს 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.

„გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს…

რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს., თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს“, – აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია.

„სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ…“ – განმარტა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, შსს-ში ამ წუთებში იკითხება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“. „კაწრო“ უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მარინა   (09.07.2020)
რამდენად ბოროტი უნდა იყოს ადამიანი რომ ბიძაზე ასე იფიქროს მარგამ ვინც ამას წერს ის თვითონ ალბათ ასე მოიქცეოდა და დაკარგავდა ადამიანობას კონკრეტულ შემთხვევაში.

ნათი   (09.07.2020)
გაიხარეთ ქ-ნო ლანა სიმართლის გაჟღერებისთვის. მეც ასევე ვსაყვედურობ ყველას,ვინც კი ამ პიროვნებას ცუდად მოიხსენიებს,ნამდვილი პროფესიონალი ყოფილა,წინასწარ მოვლენებს არ უსწრებს და დაუზუსტებელ ინფორმაციებს არ ავრცელებს,მიყვება მოვლენებს,ჩახედულია ყველა არსებულ საქმეებში,თან თავადაც იკვლევს....კეთილო ადამიანო გამძლეობას გისურვებთ ამ ბინძურ ბრძოლაში პროვოკატორებთან,ნერვები მათზე არ აიშალოთ,ასეთი ხალხი იყო და იქნება მუდამ,თქვენ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა.გისამძიმრებთ ამ დიდ გაჭივრების ჟამს

ლანა   (09.07.2020)
ეს ბიძაზე და გიორგის ოჯახზე დიდი ჭირისუფკები, რომ გგონიათ თავი და ილანძღებით, უხერხულობას არ გრძნობთ? ეს ბიძა იურისტია, გამომძიებკად და პროკურორად ნამუშევარია, იცის სისხლის სამართლის საქმეში რა მასალას აქვს მნიშვნელობა და რას ირიბი ან პირდაპირი მტკიცებულების ძალა... თუ ყველა იურისტი ხართ ვინც ილანძღებით? თუ გული შეგტკივათ უთანაგრძნე ოჯახს ადამიანურად, როგორც წესია თუ არადა გაჩუმდით...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×