რეზონანსი
08.07.2020

გარდაბანში 31 წლის მამაკაცი სასტიკად სცემეს. ნაცემი მამამ უგონოდ კომატოზურ მდომარეობაში მყოფი იპოვა.

პაციენტის მამა ამბობს იმასაც, რომ მისი შვილი ქუჩური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლია. ქამანდარ ჰუსეინოვი იმ პირების ვინაობას ასაჯაროებს, რომლებიც, მისი თქმით, მისი შვილის ცემაში მონაწილეობდნენ.

"ჩემი შვილი უდანაშაულოდ არის ნაცემი. ის ახლა საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია. ჩხუბის საღამოს მე თვითონ დავითვალე 15-მდე მანქანა, რომელიც სოფელ ნაზარლოში ჩამოვიდა. ჩემი შვილი კი კაფეში უგონოდ, სისხლის გუბეში ვიპოვე. უკვე კომაში იყო. რკინით სცემეს უმოწყალოდ. ვიცი, რომ ჩემი შვილის ცემაში ხუთი პირი მონაწილეობდა. რომან რაფიკოღლუ, ვალიკო ჯეირანაშვილი, ელიკ ალიფაშაოღლუ, დონბა ბაბაოღლუ და ელვინ ნაზიმოღლუ, თუმცა დაპირისპირება რამდენიმე დღით ადრე, გარდაბნის სხვა კაფეში დაიწყო", - ამბობს ნაცემი კაცის მამა, ქამანდარ ჰუსეინოვი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კოტე   (09.07.2020)
სადა ხარ გვარამია? მიხედე საქმეს და დაიწყე გამოძიება,თუ ეს ხალხი არ გაინტერესებს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×