რეზონანსი
08.07.2020

გამოცდებზე ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ფეისბუქ" ლაივის დროს განაცხადა.

„ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლანი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ ჩართულია კონდიციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს.

ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში, რომ ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია. მხოლოდ, იმ პერიოდში აბიტურიენტებს და ყველას, ვინც იქ ბრძანდება, უნდა ეკეთოთ პირბადე. ჩვენ ვმუშაობთ, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×