რეზონანსი
08.07.2020

აღმაშენებლის ქუჩაზე, თბილისში 6 ივლისს, გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

არსებული ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა. მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილმა ირინა გულუამ განაცხადა.

ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათ ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც მათი თქმით, ეჭვს ბადებს, რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×