რეზონანსი
08.07.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზებს იკვლევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - აცხადებენ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×