რეზონანსი
08.07.2020

ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

სანაია შაქარაშვილის საქმესთან დაკავაშირებით ფაქტებს თანმიმდევრობით ალაგებს.

„დავალაგოთ ფაქტები:

1. ფერად შენობასთან დგას ტოიოტა.

2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც.

3. ფერად შენობასთან, სადაც ტოიოტა დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი.

4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიძამ გუშინ პოლიტმეტრში. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში.

5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება.

6. ზუსტად ამ მონაკვეთში ლიდერფუდის კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე.

7. შემდეგ - ტოიოტას ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს.

8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ სადაც ტოიოტამ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.

9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს.

10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ.

11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ რამდენიმე წუთში ჩერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება - შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად.

ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოძიება რამეს გვეტყვის"- წერს ვახო სანაია.

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×