რეზონანსი
08.07.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

აქედან გამომდინარე, ტიკარაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, პროცესი სროლად კონტროლქვეშ იქნება.

„საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით იმგზავრებენ, ექნებათ ვალდებულება, გარკვეული მონაცემები შეავსონ.

„მონაცემებში იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ.

გარდა ამისა, მგზავრს ექნება საქართველოში ტემპერატურული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე „პისიარ" ტესტის აღება და ამის შემდეგ ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომაროება მოითხოვს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×