რეზონანსი
08.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე მთავრობამ თითოეული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით მიიღო.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება შენარჩუნდეს.

მეზურნიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეების ინტერესებს იცავს.

„საქართველო წარმატებული ქვეყანაა და ეს აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანა შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში.

ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, პირდაპირ იცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მაქსიმალურად იქნება კონტროლქვეშ. მთავრობამ თითოეული გადაწყვეტილება ჩვენს ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით მიიღო.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია აქტიურ ფაზაშია და ეს სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს, როგორც იცვლება ტოტალურად სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის წარმატება და შესაძლებლობა, რაც დღეს გვაქვს კოვიდთან დაკავშირებით ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად მიღწეული, არ ჩამოგვეშალოს.

საკოორდინაციო საბჭომ ფრენებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენ გავხსნათ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც დღეს ყველაზე ნაკლებად არის რისკ-ფაქტორები", - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×