რეზონანსი
08.07.2020

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo" წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს(ასევე 2019 წლის პირველ ნახევარში) 6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს.

რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×