რეზონანსი
08.07.2020

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა ორდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე რიონში იპოვეს, ირაკლი ჭოლაძეა.

მამაკაცი 37 წლის იყო და ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.მამაკაცის გაუჩინარების და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დედას ამ დრომდე არ ჰქონდა. გარდაცვლილის დედა საზღვარგარეთ იმყოფება.

„მთელი ოჯახი გაოგნებულია, არავინ არაფერი არ იცის, რა მოხდა. ვერსიებიც არავის აქვს. შოკშია მეუღლე. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და შვილის დაკარგვის შესახებაც არ იცოდა", - უთხრეს „პრაიმტაიმს".

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 112 -ს 6 ივლისს დილის საათებში შეატყობინა. თუმცა, მანამდე წინაღამეს მამაკაცი სახლში არ ყოფილა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (08.07.2020)
სადა ხარ გვარამია? დაიწყე გამოძიება,არ გაინტერესებს? ეგებ ვიღაცამ უმუხთლა ამ ახალგაზრდას?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×