რეზონანსი
07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, რომელმაც 112-ში დარეკა, დანაშაული დაფარა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაეფექტურობა გამოავლინეს, რადგან ვერ მივიდნენ დროულად დანაშაულის ადგილზე.დღეს ციხეში გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც ბრალდებული უნდა ამოიცნოს.​

„როდესაც მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა ბრეგვაძესთან, ჩაისვეს მანქანაში, ეს კიდე მეორე უკიდურესობაა რა უთხრა ბრეგვაძემ. ბრეგვაძეს კითხეს ვინ იყვნენ ის ხალხი, ვინც ჩხუბობდა, იცნობ თუ არა შენ მათ.

ბრეგაძე ეუბნება, „მე მოვდივარ დასავლეთიდან, მოვყვები მანქანებს ავტოსტოპით და ჩემთვის უცნობია ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. ანუ რეალურად ბრეგვაძემ დამალა, დაფარა დანაშაული, რომელიც იქ მოხდა", - აცხადებს გიორგი გელხაური

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ზედა მეზობელი   (08.07.2020)
და კიდევ,ყველა ტელევიზია ატარებს საგამოძიებო ექსპერიმენტს და ეს რაღა უბედურებაა?! მიეცით საშუალება გამოძიებას შეასრულოს თავის ვალდებულება და დადოს სიმართლე.ჯერ ადრეა იმის მტკიცება,რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და არ აქვთ ის ინფორმაცია,რაც ტელევიზიებს. თუ კონკრეტული ფაქტი,ავტომობილი ან პიროვნება არ გამოიკვლიეს და საჯაროდ არ განაცხადეს,არ ნიშნავს რო არ იციან. ძალიან მძიმე ბრალდებაა და სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება,მანამდე შეიძლებელია ამის გამოქვეყნება. საზოგადოება ემოციურია და შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს. ეხლა რო დადოს გამოძიებამ,რომ ვიღაც პიროვნება ცემს შაქარაშვილს და მერე ექსპერტიზამ სხვა რამე თქვას,სად მივდივართ?რატო უნდა გაუბედურდეს სხვა პიროვნება? ხომ შეიძლება,ოჯახმა შურისძიება გადაწყვიტოს? ჟურნალისტებს და ტელევიზიებს არ აქვთ პასუხისმგებლობა,რაც არაერთხელ დამტკიცდა და პროკურატურას აქვს ეს პასუხისმგებლობა,როგორც სიმართლის დადგენის,ასევე არასწორი ბრალი არ წაუყენოს პიროვნებას. ჯერჯერობით ჭიანურდება დროში საქმე,მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე რო ხელოვნურად ხდება ეს. გვახსოვს დრო,როცა 1 დღეში იჭერდნენ ვიღაცას და მერე უდანაშაულო გამოდიოდა ან ტენიდნენ საქმეს. იყო ესეთი საქმე,როცა მწყემსი ბიჭის მკვლელობაზე დაიჭირეს პიროვნება და ეს მწყემსი 1 თვეში ცოცხალი აღმოჩნდა. ეს ბიჭი დავკარგეთ და უნდა ვეცადოთ,სხვასა არ დავუნგრიოთ ცხოვრება უმიზეზოდ.ბრალდებული უდანაშაულოა მანამ,სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.

ზედა მეზობელი   (08.07.2020)
ან ცრუობს ბრეგვაძე ან არა,ამას გამოძიება დადგენს. მსგავსი ტიპის განცხადებები,ბრალდებულის ადვოკატის მიერ მხოლოდ ერთს ემსახურება,რაც შეილება მალე მოხდეს მოწმის დისკრედიტაცია და ამით სასამართლოზე მოიპოვის უპირატესობა. ჩემი აზრით,ბრალდებული ადამიანების ადვოკატების განცხადებები არ უნდა მივიჩნიოთ სარწმუნოდ,რადგან მათი მიზანი შეუძლებელია იყოს სიმართლის დადგენა. შესაძლოა გულის სიღრმეში ეს სურდეთ,მაგრამ მათი საზრუნავი ბრალდებულის გამართლება არის,რაშიც იღებს ფულს.პროკურატურის გარდა ამ თემაზე არავინ არის სარწმუნო. შესაძლოა არ მოგვწონს ეს ინსტიტუტი,მაგრამ მათი ვალია სიმართლის დადგენა,ხოლო ადვოკატების ბრალდებულების დაცვა. მარტივი ჭეშმარიტება არის და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×