რეზონანსი
07.07.2020

მსხვილი ავიაკომპანიები ქვეყნებისგან, მათ შორის, საქართველოსგან დახმარებას ითხოვენ - ამის შესახებ - ავიაციის სექტორის წარმომადგენელმა თამუნა თანდაშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც თამუნა თანდაშვილი აცხადებს, საერთაშორისო ავიაკომოპანიები რთული ფინანსური რეალობის წინაშე დადგნენ.

"საერთაშორისო ავიაკომოპანიებს ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ საერთო სიტუაციიდან გამომდინარე. საინტერესო რეალობა დადგა, რომ ყველა ეს ავიაკომპანია უკვე სახელმწიფოებისგან ითხოვს ფინანსურ დახმარებას. ძლიერი ავიაკომპანიებიც კი, სახელოვანი ბრენდები, პატარა ქვეყნებსაც და იმ ქვეყნებსაც, სადაც კოვიდსიტუაცია შედარებით არ არის რთული, ფინანსურ დახმარებას სთხოვს. ჩვენს მიმართაც იყო ეს მოთხოვნები. ისინი ითხოვენ აეროპორტებისგან გარკვეულ შეღავათებს გადასახადების კუთხით. მათთვისაც ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობაა," - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×