რეზონანსი
07.07.2020

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა. ამ მიდგომის მქადაგებლები ხშირად მხოლოდ გადასახადებზე საუბრობენ და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ ეკონომიკაზე არიან კონცენტრირებულები და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ. ამ იდეოლოგიის მიმდევარისთვის მხოლოდ გადასახადები კი არაა მთავარი თემა. ამ იდეოლოგიის მქადაგებლები ამბობენ, რომ ნებისმიერი კანონი და გადაწყვეტილება, რომლის უკანაც შეიძლება მორალური სტანდარტი იდგეს, არის მიუღებელი, ვინაიდან მორალი ფარდობითი ცნებაა. ის ასევე ამბობს, რომ მდიდარსა და ღარიბს შორის ქვეყნის რესურსების გადანაწილება არასწორი მიდგომაა, ვინაიდან ღარიბი უნდა წავიდეს იმ გზაზე, რომლითაც მიდის, მდიდარი კი უნდა გამდიდრდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მთელი მსოფლიო საუკენეების განმავლობაში კამათობდა - კანონი თუ მორალი - და ვერ მიაღწია ერთ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მხოლოდ კანონის გზაც უტოპიურია და მხოლოდ მორალისაც. ლიბერტარიანიზმი კი ამბობს, რომ მხოლოდ კანონის უზენაესობით შესაძლებელია წარმატების მიღწევა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ გვქონდეს არა კაპიტალისტების მიერ შექმნილი ბაზარი, არამედ ის ბაზარი, რომელიც თვითონ შექმნის კაპიტალისტებს“, - განაცხადა კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×