რეზონანსი
07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათთვის საქმეზე პირველივე დღიდან ძირითადი და წამყვანი ვერსიაა, რომ მოხდა განზრახ მკვლელობა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების მოლოდინშია. ამის გასამყარებლად კი, ექსპერტიზის შედეგს ელოდებიან.

გარდა ამისა, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ დაკითხული მოწმეები გამოძიებასთან არ არიან გულწრფელნი.

„პირველივე დღიდან, ძირითადი და წამყვანი ვერსია ჩვენთვის იყო გიორგის განზრახ მკვლელობა. თუკი ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა მოგვცემს გასაქანს, რომ კატეგორიულ ფორმაში ვიმსჯელოთ, იმავე დღიდან და წუთიდან ოჯახი დააყენებს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შემდგომი წარმოების საკითხს. რა თქმა უნდა, მე ვვარაუდობ იმას, რომ გაიზრდება სიმძიმე კვალიფიკაციისა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალოს კვალიფიკაცია, რადგან ეს იქნება სიმართლის დადგენა. დაკითხული პირები რომ იყვნენ გულწრფელი, ჩვენ ექსპერტიზას დაველოდებოდით, როგორც მეორად მოვლენას და ამით კიდევ უფრო გამყარდებოდა ის, რაც ჩვენებებით იქნებოდა დადგენილი. მე მეჩვენება, რომ სიმართლის დადგენა არავის სურს, ყველა ზრუნავს საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხელს უშლის გამოძიებას სიმართლის დადგენაში“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
komentari   (07.07.2020)
Baono MIRIANO,tqven dzalian darwmuebuli xart,rom eqspertiza dadebs swor daskvnebs,magram gulaxdilad minda gitxrat, rom naklebad mjera rom simartles dadeben,radgan etkoba saqmes da gamodziebas,rom mkvlelebs zevidan kavs didi mfarveli,asjer shecvales mowmeebma chveneba,sad gagonila,es ra sabavshvo bagia???,dzieba tavidanve tkuilebit daiwko,tqven ki agichemebiat,"VACALOT GAMODZIEBA"ra unda acalo,drois gakvana?axal-axali tkuili?ASE AR GAMOVA?KACI QUDZE UNDA GAMOVIDES,ar unda chaiaros usitkvod usamartlobam "SAKMARISIA!SAKMARISI!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×