რეზონანსი
07.07.2020

კანონის გახანგრძლივება აუცილებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ პირველი, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვიზრუნოთ, მეორე ეკონომიკას რაიმე ზიანი არ მიადგეს და აქაც ბერკეტი გვქონდეს და არჩევნები ჩავატაროთ უსაფრთხოდ- ეს სამი მთავარი მიზანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი არაა. რომელი დიქტატურა დამყარდა გასული თვის განმავლობაში მთელმა საქართველომ ძალიან კარგად ვნახეთ. უბრალოდ ეს მექანიზმი ვირუსის წინააღდეგ გამოვიყენეთ ძალიან ეფექტიანად და ისინი ებრძვიან იმ მექანიზმს, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. შემთხვევით არ ვამბობდით, რომ ისინი დადგნენ ვირუსის მხარეს. რეალურად ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ რაღაც ისეთი მსხვილ კალიბრიანი იარაღი გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ვამბობთ რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა მმართოს, რომ ებრძოლოს ვირუსს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაგვჭირდეს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ის არჩევნების გადაწევას გამოიწვევს. ამის წინააღმდეგ გამოდიან, რაც აბსოლუტური პარადოქსია. როგორც ჩანს უნდათ რომ ვირუსი გავრცელდეს და ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყოს, რომ ეს სათავისოდ გამოიყენონ. რეალურად ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი აინიცირებს და ხმას აძლევს იარაღს, რომელიც გამოყენება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და არაფერი მეტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×